ევროსაბჭოს გენერალური მდივანი - მჯერა, საქართველო წარმატებით გაუძღვება თავმჯდომარეობას

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მოლოდინით საქართველო ამ მნიშვნელოვან მისიას წარმატებით წარუძღევა.

გენერალურმა მდივანმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ წარმოდგენილი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.

„დღეს ნამდვილად დიდი დღეა როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის. წლევანდელი წელი საიუბილეოა როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე თქვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, წელს ევროპის საბჭოს 70 წელი უსრულდება, ხოლო საქართველო ევროპის საბჭოში 20 წლის წინ გაწევრიანდა. მივესალმები ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობას და ვფიქრობ, ეს შესანიშნავი საშუალებაა, რათა საქართველომ შეძლოს წარმოაჩინოს თავის მდიდარი კულტურა, ასევე საერთაშორისო არენაზე იყოს აქტიური მოთამაშე. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში საქართველო შეძლებს ორგანიზაციის ყველა 47 წევრის ქვეყნის მოქალაქეების სასარგებლოდ იმუშაოს. მადლიერებას გამოვთქვამ საქართველოს კონტრიბუციისთვის, რაც გამოიხატება ქვეყნის მიერ შერჩეული ოთხ მიმართულებაში. მე გამოვყოფდი ორ, ჩვენთვის განსაკუთრებულ მიმართულებას: პირველად ორგანიზაციის ისტორიაში შერჩეულია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიცაა ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული თემა ძალზედ მნიშვნელოვანია და ეს მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე საკვანძო თემა - ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულებაა. აუცილებელია ჩვენ შევძლოთ ბავშვთა დაცვა, იმ სიტუაციაში, როდესაც მათ მართლმსაჯულებასთან აქვთ შეხება.

მე მჯერა, რომ დღეიდან საქართველო წარმატებულად გაუძღვება თავმჯდომარეობას, რაშიც რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს დავრწმუნდი, როდესაც იქ გამართული შეხვედრების დროს ბატონმა ზალკალიანმა, ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა დამაჯერეს, რომ საქართველო მზად არის გადაიბაროს ეს მნიშვნელოვანი თავმჯდომარეობა", - განაცხადა მან, საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რა დროსაც ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს