ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ მთაწმინდა პრაქტიკულად პარალიზებული გახადა - ხალხი ალბათ, ვერც სამსახურში წავა

ეს პიკეტირებები მუდმივად გაგრძელდება და მუდმივად შევუქმნით დისკომფორტს „ქართული ოცნების" იმ დეპუტატებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

როგორც უდუმაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეებს, რომლებიც ჩიტაძის ქუჩიდან აპირებდნენ პარლამენტის მისასვლელის ჩაკეტვას, სამართალდამცავებმა თავად ჩაუკეტეს გზა.

„ჩვენი გეგმა იყო, კვლავ მივსულიყავით პარლამენტთან და პარლამენტის შენობის პიკეტირება გაგვეგრძელებინა. თუმცა, როგორც ხედავთ, ხელისუფლებამ მთაწმინდა პრაქტიკულად პარალიზებული გახადა, გადაკეტა ყველა მისასვლელი პარლამენტთან და არა მხოლოდ პარლამენტთან მისასვლელი გზა. ხალხი ალბათ, ვერც სამსახურში წავა, რადგან ყველა ქუჩა გადაკეტილია და ტრანსპორტი პრაქტიკულად ვერსად მოძრაობს. ის, რაც თბილისის ცენტრალურ უბანში ხდება, მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანის პარლამენტთან შეკრება არავის შეუქმნიდა დისკომფორტს, გარდა „ქართული ოცნების" დეპუტატებისა.

არაუშავს, დღეს ჩაკეტავენ, ხვალაც მივალთ. დღესაც შევეცდებით პარლამენტთან მივიდეთ. ეს პიკეტირებები მუდმივად გაგრძელდება და მუდმივად შევუქმნით დისკომფორტს „ქართული ოცნების" იმ დეპუტატებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ", - განაცხადა უდუმაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო