მიხეილ სააკაშვილი - ერთი ამბავი ატეხეს „ქოცებმა“ - მინდა დაგაწყნაროთ, ამ კანონით, ამ სისტემით, ძველი სისტემით თუ ყველანაირი სისტემით, თქვენი საქმე წასულია

მინდა დაგაწყნაროთ, ამ კანონით, ამ სისტემით, ძველი სისტემით, ყველანაირი სისტემით, თქვენი საქმე წასული და დამთავრებულია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი თავის სათქმელს ნებისმიერი ფორმით იტყვის.

„ერთი ამბავი ატეხეს „ქოცებმა“, ზოგიერთმა მათგანმა, რომ ვერ ვიღებთ ამ კანონს, გვეშინია სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“, ისინი ბოროტად გამოიყენებენ, მივიღოთ, არ მივიღოთ. მინდა დაგაწყნაროთ, ამ კანონით, ამ სისტემით, ძველი სისტემით, ყველანაირი სისტემით, თქვენი საქმე წასული და დამთავრებულია. ყველაფერი უკვე გაირკვა, ქართველი ხალხი გაგიყენებთ პოლიტიკურ მოუსვლელში არჩევნების გზითაც და ყველა სხვა გზითაც, ვინაიდან საქართველოს სჭირდება განვითარება და წინსვლა. გუშინ საბოლოოდ დადგინდა, რომ „ციხის კადრებიც“ თქვენი დადგმულია, თქვენ თვითონ აღიარეთ. ის, რომ საქართველო გაჩერდა და ყველაფერი გააჩერეთ, მახრჩობელა გველი რომ აზის ქვეყანას, ფეოდალურ სამფლობელოდ რომ აქციეს ერთი ფეოდალის, რომელმაც შემოღობა ნახევარი საქართველო, ეს ყველაფერი ყველამ იცის. ახლა ქართველი ერი ყველანაირი ფორმით იტყვის თავის სიტყვას, ნებისმიერი სახით საქართველო გაიმარჯვებს, საქართველოში აუცილებლად გათენდება, ყველაფერი კარგად იქნება,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა