ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საავადმყოფო მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის გარეშე რჩება

ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის შოთა გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფო მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის გარეშე რჩება. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, შენობაში, რომლის დემონტაჟსაც აპირებენ, ფუნქციონირებს სამრეცხაო, უტილიზაციის შემკრები ნარჩენების პუნქტი, ასევე სახელოსნო და საწყობი.

„მთელ ამ ტერიტორიაზე ჩვენ რამდენიმე კორპუსი გვიკავია, რომელიც 11 500 კვ.მ-დან ჩამოვიდა 7 500 კვ.მ-ზე, ანუ მას შემდეგ, რაც „ავერსმა“ ეს ყველაფერი შეიძინა 4000კვ.მ ჩამოგვეჭრა. „ავერსი“ ამ ტერიტორიების და შენობა-ნაგებობების მფლობელია. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო მათ უხდის არენდის თანხას. 11 თვეა ჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „ავერსს“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვს, თუმცა „ავერსი“ ამ ხელშეკრულებას არ აფორმებს. შენობაში, რომლის დემონტაჟსაც აპირებენ, ფუნქციონირებს სამრეცხაო, უტილიზაციის შემკრები ნარჩენების პუნქტი, რომელიც სანებართვო პირობებით აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს, ასევე სახელოსნო, რომელიც ინფრასტრუქტურის შენახვას უზრუნველყოფს და საწყობი, სადაც რამდენიმე ათასის ჩამოსაწერი მეტალი და სხვა ინვენტარი გვაქვს. თუ ეს დაინგრევა ეს ყველაფერი ქუჩაში დარჩება, რადგან ჩვენ ფიზიკურად ფართი არ გაგვაჩნია. ინფექციური საავადმყოფო სახელმწიფო დაწესებულებაა. სახელმწიფო ახალ საავადმყოფოს აშენებს და მათგან პირობა გვაქვს, რომ სანამ ეს შენობა აშენდება, აქ გაგვაჩერებენ“,- განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა.

თავის მხრივ, შენობის დემონტაჟს ასევე გამოეხმაურნენ კომპანია „ავერსის“ წარმომადგენლები.

მათი განცხადებით, ეს არ არის საავადმყოფოს დემონტაჟი, ეს არის სამრეცხაოს დემონტაჟი და ისინი ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ.

„ეს არის ჩვენი ტერიტორია, ჩვენი შენობები, სადაც ინფექციური საავადმყოფოს ძველი „სტაფი“ და ძველი კლინიკაა განთავსებული. ეს არ არის საავადმყოფოს დემონტაჟი, ეს არის სამრეცხაოს დემონტაჟი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, ძალიან მახინჯი და უსახური შენობაა. არანაირ კანონდარღვევას არ აქვს ადგილი. ყველაფერი არის სამართლებრივ ჩარჩოში. 2019 წლის იანვრიდან ისინი ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ და ამ ყველაფრის შესახებ იცოდნენ“,-განაცხადეს კომპანია „ავერსში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა