ნიკოლას მადურომ არმიის მობილიზაციის ბრძანება გასცა

ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ არმიის მობილიზაციის ბრძანება გასცა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები პროვოკაციებისთვის ემზადება და „ვენესუელა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი“.

მისივე თქმით, ინფორმაცია პროვოკაციების შესახებ დაზვერვის სამსახურებმა მიაწოდეს. მადუროს მტკიცებით, ამ ქმედებებში კოლუმბიაც არის ჩართული.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ კოლუმბიის და შეერთებული შტატების სახელმწიფო პირები გეგმავენ პროვოკაციებს ვენესუელისა და კოლუმბიის საზღვრებთან“, - განაცხადა მადურომ და დასძინა, რომ არმია პროვოკაციების ასარიდებლად მზად უნდა იყოს.

გასული წლიდან მოყოლებული ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისია. შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები ქვეყნის პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობენ. რაც შეეხება, რუსეთს, ჩინეთს, თურქეთს და მათ სატელიტ ქვეყნებს, ისინი მადუროს რეჟიმს უჭერენ მხარს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა