დავით უსუფაშვილი - დიალოგი დღეს არ დამთავრებულა, მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ ეს არ დავუშვით

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მოძრაობა „შენების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრით 2020 წლის არჩევნების შესახებ დახურული კარი გაიხსნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მმართველო გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„დღეს შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი. მათ არ სურდათ არანაირი ლაპარაკი და ამბობდნენ, რომ ყველაფერი მორჩა. ქართველი ხალხის, პროტესტის მონაწილეების, ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებებით ეს კარი გაიხსნა და ეს არის კარგი. მეორე - ეს კარი დღეს არ დახურულა, ეს დიალოგი დღეს არ დამთავრებულა, მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ ეს არ დავუშვით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადება განიხილეს, რისი საწინააღმდეგო არსობრივი არგუმენტიც არ ყოფილა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა იმაზე ისაუბრეს, რომ ეს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„ამის თაობაზე ჩვენი მკაფიო შეთავაზება გვქონდა, რომ მოდი, ეს ერთად გავაგზავნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციით ვიმოქმედოთ. ეს იყო უარყოფილი. მეორე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვა - თუ კონსტიტუციურობაა პრობლემა, არის მმართველი გუნდი მზად, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განახორციელოს, ამაზე პასუხი იყო, რომ სხვა მიზეზების გამოც მმართველი გუნდი პრაქტიკულად ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ რამე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყოს საუბარი. ალბათ, ეს შედეგია იმ ეროზიის, რომელიც მიმდინარეობს გუნდში“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, მათ დასვეს საკითხი, რომ ოპოზიცია დოკუმენტს ცალმხრივად გაგზავნის. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდათ კრიზისიდან გამოსვლის სხვა გეგმა, რაზეც მათ უარყოფითი პასუხი გასცეს.

„ჩვენი მზაობაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებითა და მონაწილეობით კიდევ შედგეს მინიმუმ ერთი შეხვედრა, რათა მიეცეს საშუალება ხელისუფლებას, რომ დაფიქრდეს ყველაფერზე, რაც აქ მოისმინეს და იფიქრონ მათი მხრიდან შესაძლო შემოთავაზებაზე, რასაც ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ", - დასძინა უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა