ელიზაბეთ რუდი - მოხარული ვარ, რომ დიალოგი შედგა - საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, პროცესის მხარდაჭერა გავაგრძელოთ

მოხარული ვარ, რომ დიალოგი შედგა. საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, პროცესის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მთავარია, რომ მხარეები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„დღეს დილით შეხვედრის დაწყებამდე აღვნიშნე, რომ გვქონდა მოლოდინი და იმედი, რომ მსჯელობა დაიწყებოდა ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ ეს მოლოდინი გამართლდა. დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა მოხდა ბევრი ვარიანტის და არჩევანის განხილვა. რაც მთავარია, მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ აღნიშნულ საკითხებზე დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება. საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, ამ პროცესის მხარდაჭერა გავაგრძელოთ,"- განაცხადა რუდმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს