გიორგი მშვენიერაძე - მელიას ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება, რადგან ეს სასჯელი დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლებას კრძალავს, დეპუტატობა კი არჩევითი თანამდებობაა

ნიკა მელიას ხვალვე ექნება უფლება, როგორც კანდიდატმა, კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ იქნას დეპუტატად არჩეული, რადგან საარჩევნო კოდექსით მსჯავრდებულთაგან მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს ეზღუდებათ პასიური საარჩევნო უფლება, - ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს.

როგორც მშვენიერაძე განმარტავს, ნიკა მელიას, გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის (თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის) დანიშვნით ავტომატურად არ უწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რადგან ეს სასჯელი დანიშვნითი (და არა არჩევითი) თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას მოიცავს, ხოლო პარლამენტის წევრობა არჩევითი თანამდებობაა.

„თუმცა, თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო. საინტერესოა, როგორ მოხდება კონსტიტუციის ამ ნორმის ინტერპრეტაცია. მათ შორის, ეს ეხება დეპუტატობის დროს ჩადენილ დანაშაულს თუ მანამდე ჩადენილ დანაშაულსაც?

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკა მელიას ხვალვე ექნება უფლება, როგორც კანდიდატმა, კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ იქნას დეპუტატად არჩეული, რადგან საარჩევნო კოდექსით მსჯავრდებულთაგან მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს ეზღუდებათ პასიური საარჩევნო უფლება. ალბათ, ეს მოცემულობაც გასათვალისწინებელი იქნება პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას“, - წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბანკი "ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა