პროკურორი - ნიკა მელიას მიმართ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან სხვა ვერც ერთი ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ადეკვატურ ქცევას

ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ უნდა გამოეყენებინათ არა გირაო თავისი შემზღუდავი ღონისძიებებით, არამედ პატიმრობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ის არ იცნობს სახალხო დამცველის მიერ "სასამართლო მეგობრის" სტატუსით შექმნილ დოკუმენტს და შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, პოზიციასაც ვერ დააფიქსირებს.

“სასამართლოს მეგობრის" პოზიციას არ ვიცნობ, არ ვიცი რას მსჯელობს სახალხო დამცველი და რამდენად ეხება ის აღკვეთის ღონისძიების კონსტიტუციურობას. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ დრო, რომ ამ დოკუმენტის შინაარსს გავეცნოთ. ბრალდების მხარის შეფასებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ უნდა ყოფილიყო გამოყენებული არა გირაო თავისი შემზღუდავი ღონისძიებებით, არამედ პატიმრობა. სწორედ ამ საჩივრით მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც მოგეხსენებათ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ასევე შემზღუდავი ღონისძიებაც დაამატა. ჩვენი პოზიციით, პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო, ვინაიდან სხვა ვერც ერთი ღონისძიება, ვერც გირაო თავისი შემზღუდავი ღონისძიებებით ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ადეკვატურ ქცევას", - განაცხადა ნეფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?