"ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“ სამედიცინო სფეროში საკუთარი აქტივების გაფართოებას იწყებს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, კომპანიამ „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა და 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

კომპანიის განცხადებით, დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემის რეფორმების ფონზე მზად არიან, თავიანთი ბიზნეს-გამოცდილება სწორედ საქართველოში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი და საუკეთესო გუნდის მქონე კლინიკების ქსელის განვითარებას მოახმარონ და ახალი გამოწვევების, მომხარებელთა მაღალი მოთხოვნების წინაშე ისე წარსდგნენ.

„ჩვენთვის გადამწყვეტი იყო „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმთა გუნდის შემადგენლობა, მათი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ეს არის ბირთვი, რომელიც წარმოდგენილია რეგიონებში არსებულ კლინიკებში, გამოირჩევა მაღალი კონკურენტუნარიანობით. შესაბამისად, ახალი მენეჯმენტი სამომავლო სამოქმედო სტრატეგიას, პირველ რიგში, სწორედ გუნდთან ერთად კონსულტაციებისა და ინტერსიური შეხვედრების რეჟიმში განიხილავს. ასევე, ჩვენი მიზანია, მედპერსონალის პროფესიული დონის ამაღლება და სხვადასხვა ახალი მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის გაჩენა რეგიონებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი მენეჯმენტის სამომავლო გეგმებში გათვალისწინებულია სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა, რათა სამედიცინო სიახლეების მიღება და შემდეგ „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონებში განთავსებული კლინიკების მედპერსონალისათვის მიწოდება უფრო მობილური იყოს.

„სტრატეგიული განვითარების გეგმაში გათვალისწინებულია „ჯეო ჰოსპიტალსის" ინფრასტუქტურის განახლება, გადაიარაღება და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა, რაშიც „ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“ მოცულობითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. ახალი მენეჯმენტი და ძველი გუნდი შეძლებენ რეგიონში მაღალი სტანტარტების დამკვიდრებას და მაქსიმალურად ორიენტირებული იქნებიან პაციენტებს ადგილზევე გაუწიონ მაღალი ხარისხის მომსახურება“, - ნათქვამია „ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს გენერალური დირექტორის პოზიციიდან სამეთვალყურეო საბჭოში, თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით გადაინაცვლებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს