აკაკი ბობოხიძე - გული მინდა გავუტეხო ამის მსურველებს, მაგრამ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი ჩვენს გაერთიანებაზე არ იმოქმედებს

ნინო ბურჯანაძე არ არის ჩვენი პარტიის წევრი და ცხადია მის ქმედებებზე პასუხს ვერ ვაგებთ. ჩვენ გვაერთიანებს მასთან და დანარჩენ ყველა პარტიასთან ერთადერთი რამ - პროპორციული არჩევნების მოთხოვნა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ოპოზიციურ ერთობას საფრთხეს ვერ შეუქმნის.

„გული მინდა გავუტეხო ამის მსურველებს. ეს გავლენას არ იქონიებს, რადგან ჩვენ ყველანი სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების, პრორუსული თუ პროევროპული პარტიები შეთანხმებული ვართ ერთ მოთხოვნაზე - საქართველოში უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და ამის შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი მიმართულების პარტიას დაუჭერს მხარს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ