ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულმა ბერმა დანაშაული თავად დაიბრალა

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი და მეორე დაკავებული პირიც ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება მათ ეკუთვნით, თუმცა, რეალურად ვის ეკუთვნის, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასულიერო პირის ადვოკატმა, ჯიტა გულუამ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალის აღიარების მიზნით სასულიერო პირი პოლიციაში თავად გამოცხადდა, სამართალდამცავებმა შესაძლო მიმალვის საფრთხის გამო, ის მაინც დააკავეს.

„ნარკოტიკული საშუალება, მამაოს აღიარებით, ეკუთვნის მას. ამ მამაოს აქვს საოცარი წარსული. ის 32 წლისაა და 14 წელია უკვე ბერია. ეს არის დადებითი წარსულის მქონე ბერი და ის, თითქოს, ამ ადამიანმა ჩაიდინა მსგავსი რამ, გაურკვევლობას იწვევს. ბევრი რამ არის დასადგენი. არ ვიცი რისთვის სჭირდებოდა მას ეს ნარკოტიკული საშუალება. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. ის 2 დეკემბერს დააკავეს და ისიც ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მისია“, - განაცხადა ჯიტა გულუამ.

მისი ინფორმაციით, ორივე პირი დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდა. ადვოკატი ეჭვობს, რომ სასულიერ პირმა დანაშაული თავად დაიბრალა.

„დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდნენ. მამაოს ბუნებიდან გამომდინარე, რამე სიცოდვილის ფაქტორი ხომ არ იყო მამაოს აღიარება?! ორივე აღიარებს, რომ არა ჩემია არა ჩემიაო. მამაო ამბობს, რომ მე ვიპოვე სადღაცო, ამბობს ადგილს. რომან მალანია დააკავეს 2 დეკემბერს, მამაო კი გუშინ გამოცხადდა თვითონ. ის რამდენიმე თვეა ზუგდიდშია ჩამოსული, დაახლოებით 8 თვეა. დაკავებულები თანაქალაქელები და თანატოლები არიან. დაკავების მომენტში ეს ჩანთა ეკავა ამ პიროვნებას და ამ ჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად, იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, ოდენობა 14.5. ექსპერტიზის დასკვნით. ვის ეკუთვნის არ არის დადგენილი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს,“ - აცხადებს ადვოკატი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა