მედიის ინფორმაციით, ირანს ერაყში საიდუმლოდ ბალისტიკური რაკეტები გადააქვს

ამერიკის დაზვერვის სააგენტოებმა ბოლო დროს ირანის მოკლე მანძილისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების ერაყში საიდუმლოდ გადატანის ფაქტები დააფიქსირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ირანიდან იარაღს შიიტურ დაჯგუფებებს აწვდიან, რომელებიც ირანის საზღვართან გზებს, ხიდებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს აკონტროლებენ. გამოცემის ცნობით, აღნიშნული მოვლენები საფრთხეს უქმნის აშშ-ის მოკავშირეებს და პარტნიორებს ისრაელს, საუდის არაბეთს და ასევე რეგიონში აშშ-ის ჯარებს.

ექსპერტების განცხადებით, ირანი ერაყში არსებული ქაოტური სიტუაციით სარგებლობს და ცდილობს რეგიონში თავისი გავლენები გააძლიეროს.

შეგახსენებთ, ერაყში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტებმა ირანის საკონსულოს ცეცხლი რამდენჯერმე წაუკიდეს. ისინი ირანს ერაყის მთავრობის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს