„თიბისის“ მომხმარებლებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე შესაძლებელია

„თიბისის“ ვიზა და მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან” აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საათით უკონტაქტო გადახდის პროცესი ძალიან მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. ამისათვის Garmin-ის საათში სასურველი ბარათების დამატება და საათის გადახდის ტერმინალთან დადებაა საჭირო.

„გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ობიექტში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტერმინალია განთავსებული. ტრანზაქციები მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხოა. Garmin-ის საათით გადახდისას, ბარათის მონაცემები მოწყობილობის სერვერში ან გადახდის ტერმინალში არ ინახება, შესაბამისად, კონფიდენციალობა მაქსიმალურადაა დაცული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია Garmin-ით გადახდის შესახებ იხილეთ ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/garmin-pay .

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?