ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა ყველა მიმართულებით, ვიდრე არ მივაღწევთ სამართლიანი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებას

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა ყველა მიმართულებით, ვიდრე არ მივაღწევთ შეთანხმებას სამართლიანი საარჩევნო სისტემის შესახებ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა"ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში"განუცხადა, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანმდევი ღონისძიება - „ქართული დემოკრატიის გამოწვევები და 2020 წლის არჩევნები საქართველოში“ მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია დღევანდელ შეხვედრის ფორმატს საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარების გასაცნობად გამოიყენებს.

"საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ მმართველი ძალა აიძულა, რომ დიალოგზე წამოსულიყო. ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, დიპლომატები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან. ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ველოდებით ოდირიდან დასკვანს „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით. როგორც ჩანს, გარკვეული კომპრომისის მზაობა არის მმართველი ძალის მხრიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება მათი მზაობა იმ მოლოდინს, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა ყველა მიმართულებით, ვიდრე არ მივაღწევთ შეთანხმებას სამართლიანი საარჩევნო სისტემის შესახებ",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში ოპოზიციას აქვს ერთობა,რომ პირველ რიგში, დაელოდონ ოდირის დასკვანს, მათ მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.

"რაც შეეხება მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ შემოთავაზებას, მმართველი ძალისგან ჯერ არ გვაქვს კონკრეტულად შემოთავაზება, მაგრამ ამ წუთას, ჩვენი კონცენტრირება არის „გერმანული მოდელის“ ირგვლივ და ველოდებით ოდირის დასკვანს. თუმცა, პარალელურად უნდა ვიმსჯელოთ და დიალოგში ვიყოთ მმართველ ძალასთან და რაც მთავარია, ჩვენს მეგობრებთან მეგობარი ქვეყნებიდან ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს