ანდრეს კუბილიუსი - აუცილებელია საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენა, რომელიც დაიკარგა, როცა მმართველმა პარტიამ დაპირების შესრულება ვერ შეძლო

რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს და შეშფოთებული ვართ ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც იქნება შემაფერხებელი დემოკრატიის, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრეს კუბილიუსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ჩართულია დისკუსიებში.

„გარდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აქტივობებისა, მე გახლდით გარკვეულწილად ჩართული ასევე ადგილობრივ დისკუსიებშიც, ქართული მხარის დისკუსიებშიც, რომელიც ეძღვნება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს და შეშფოთებული ვართ ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც იქნება შემაფერხებელი დემოკრატიის. ვისაუბრეთ სამომავლო არჩევნებზე და სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ დიალოგს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე კვირის წინ და რომლის ინიციატორი გახლდათ ევროკავშირის ელჩი. მე მქონდა შეხვედრა პირადად ოპოზიციურ ლიდერებთან, ასევე მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან და ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი დაპირება მოვისმინე მმართველი პარტიისგან, რომ დიალოგი გაგრძელდება და დიალოგის შედეგად მიღწეული იქნება ხელშესახები შედეგები, საარჩევნო სისტემა იქნება უფრო პროპორციული, რომელიც მოემსახურება უფრო ბალანსირებული შედეგების მიღწევას არჩევნების დროს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ, რომელიც დაიკარგა, როცა მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო თავისი დაპირების შესრულება და ეს ნდობა დაკარგა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, აუცილებელია, რომ იყოს აღდგენილი", - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრეს კუბილიუსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო