სერგი კაპანაძე უგულავა-გაბაშვილზე თავდასხმაზე - ეს მიზნად ისახავდა ვიზიტის ჩაშლას და ძალის დემონსტრირებას ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ

როგორც ჩანს, ეს იყო დადგმული, ერთი შეხედვით ასე ჩანს და მიზნად ისახავდა ვიზიტის ჩაშლას და ძალის დემონსტრირებას ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ, - ასე შეაფასა აეროპორტში მომხდარი ინციდენტი ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა, მას შემდეგ რაც გაიარეს პასპორტ კონტროლი, ისინი მიფრინავდნენ მივლინებით, გახდნენ თავდასხმის ობიექტი ორი ადამიანის მხრიდან. როგორც ჩანს, რაღაც წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო, ასე ყვება ყოველ შემთხვევაში თვითმხილველი. ის ადამიანები გადაყვანილები არიან პოლიციაში და ვნახოთ რა რეაგირება ექნებათ ამაზე პოლიციას. პირველი, ეს არის იმ ატმოსფეროს შედეგი, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. როგორც ჩანს, ეს იყო დადგმული და მიზნად ისახავდა ამ ვიზიტის ჩაშლას და ძალის დემონსტრირებას ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ, რაც არის მოკლევადიანი და არასტრატეგიული, ამას თავის დროზე ასლან აბაშიძე აკეთებდა და როგორ დაამთავრა ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ჩვენ კი მივადევნებთ თვალყურს რა ბედი ეწევათ თავდამსხმელებს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტიის ინფორმაციით, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ამ დროისთვის გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი დაკითხვაზე იმყოფებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს