საარჩევნო თემაზე პროექტ “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ ფარგლებში დისკუსია გაიმართება

რა გამოწვევები ახდენენ გავლენას საქართველოში მომავალ 2020 და 2021 წლების არჩევნებზე და შესაბამისად, დემოკრატიის განვითარებაზე - აღნიშნულ თმაზე სასტუმრო „თბილისი რუმსში“ პროექტ “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ ფარგლებში დისკუსია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტი “Drive Democracy” ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (ECMD) მიერ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) პარტნიორობით. მისი მიზანია ამომრჩეველთა ინფორმირება და გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი პროექტების განხორციელების გზით, არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის გაზრდა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ EECMD - ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი ნინო ევგენიძე.

დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ იმ ფაქტორებზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიდემოკრატიული პროპაგანდის ზრდას; როგორია პარტიების პოლიტიკა ტერიტორიული მთლიანობისა და რეინტეგრაციის საკითხების გადაწყვეტაში; რამდენად პასუხობენ პარტიები დევნილებისა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს; როგორ შეგვიძლია აღვადგინოთ ნდობა დემოკრატიული პროცესებისადმი და როგორ გავხადოთ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები უფრო მეტად ანგარიშვალდებულნი მოქალაქეების მოთხოვნილებების მიმართ.

პროექტის პრეზენტაციაზე, მოწვეულნი არიან პოლიტიკური პარტიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა