ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს - გთხოვთ დაბრძანდით, გააშუქეთ ყველაფერი, მეტი როგორ გავაკეთო, ხომ გთხოვთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მას შემდეგ, რაც მანდატურებმა ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, მედიის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„გთხოვთ, ორგანიზებულად დაიკავოთ თქვენი ადგილები, გავაშუქოთ ეს სხდომა, თქვენ უნდა დაესწროთ სხდომას, უნდა გააშუქოთ. მოდით ასე გავაკეთოთ, დაბრძანდით, გააშუქეთ სხდომა, სხდომა უნდა განვაგრძოთ“, - მიმართა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, თუმცა, მას ჟურნალისტების მიერ არაერთხელ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ დაატოვებინეს მანდატურებმა მედიის წარმომადგენლებს კომიტეტის დარბაზი ძალისმიერი მეთოდებით, პასუხი არ გაუცია.

„ძალისმიერი მეთოდებით იქცევით ახლა, როგორც იქცევით, დაბრძანდით! გეტყვით ყველაფერს, დაბრძანდით, რომ გააშუქოთ მთელი ეს პროცესი. ადგილები დაიკავეთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააშუქოთ.

ახლა რომ მოგიწოდებთ დაბრძანდითო და არ აკეთებთ, არ შეიძლება ასე, გთხოვთ დაბრძანდით, გააშუქეთ ყველაფერი. მეტი როგორ გავაკეთო, ხომ გთხოვთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია