აკაკი ბობოხიძე - პარლამენტში შევალთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დღის წესრიგში იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრების მოსმენებს არ დაესწრებიან.

მან უარყოფითად უპასუხა კითხვაზე, მივლენ თუ არა „ევროპული საქართველოს“ წევრები მიმდინარე კვირაში პარლამენტში, ე.წ. „მინისტრის საათის” ფორმატში მინისტრების მოსმენებზე.

„არა, აღარ ვაპირებთ, რადგან ხელისუფლებასთან ჯერჯერობით საპარლამენტო სხდომებში თანამშრომლობის ლიმიტი პრაქტიკულად ამოწურულია. ჯერჯერობით ვართ კვლავ იმ გადაწყვეტილებაზე, რომ პარლამენტში შევალთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დღის წესრიგში იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში პარლამენტში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრებს მოუსმენენ. 18, 19 და 20 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ეკატერინე ტიკარაძეს, ნათია თურნავასა და მიხეილ ჩხენკელის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში შედგება.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025