პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ 10 თვეში, მივლინებებში, 1 400 000 ლარზე მეტი დახარჯა

პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ 2019 წლის 10 თვეში მივლინებებში 1 400 000 ლარზე მეტი დახარჯა. სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა.

10 თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40-მდე ვიზიტი აქვს განხორციელებული, რაშიც 1 417 534 ლარი დაიხარჯა. უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამივლინებო ხარჯები 341 800 ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი თანხა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას აშშ-ში ვიზიტის დროს აქვს დახარჯული. აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში, უშუალოდ პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯი 144 616 ლარს შეადგენს, ადმინისტრაციის დანარჩენმა თანამშრომლებმა კი, აშშ-ში, ამავე ვიზიტის პერიოდში, 131 845 ლარი დახარჯეს. აშშ-ის შემდეგ ყველაზე მოცულობითი თანხა პრეზიდენტმა და მისმა ადმინიტრაციამ საფრანგეთში, პარიზში ვიზიტისას დახარჯეს (85 297.45 ლარი). ყველაზე მცირე თანხა კი დანიაში, კოპენჰაგენში ერთდღიანი ვიზიტისას დაიხარჯა და ის 2 279 ლარს შეადგენს.

აღნიშნული ხარჯები 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ