თინა ბოკუჩავა - ზურაბიშვილი ვერ მოუწოდებს ვერცერთ საერთაშორისო პარტნიორს, როგორი კრიტიკა უნდა გააჟღერონ

ზურაბიშვილი ვერ მოუწოდებს ვერცერთ საერთაშორისო პარტნიორს, როგორი კრიტიკა უნდა გააჟღერონ მათ, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც მან რუსეთთან დიალოგისთვის საერთაშორისო ფორმატებს, მათ შორის ჟენევის ფორმატს, ტექნიკური ფორმატი უწოდა.

ბოკუჩავას განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორები თვითონ შეარჩევენ ტონს და შინაარს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

"ჟენევის ფორმატს რაც შეეხება, ზურაბიშვილი ვერ მოუწოდებს ვერცერთ საერთაშორისო პარტნიორს, როგორი კრიტიკა უნდა გააჟღერონ მათ. ეს ივანიშვილის წარმოსახვაშია, რომ მას შეუძლია წინასწარ დაწეროს და განსაზღვროს, ვის როგორი კრიტიკა უნდა ჰქონდეს, მათ შორის განსაზღვროს ოპოზიციის რიტორიკა. საერთაშორისო პარტნიორები ასე არ მოქმედებენ, დემოკრატიული ქვეყნები ასე არ მოქმედებენ, ისინი თავად შეარჩევენ ტონს და შინაარსს, რომელსაც გამოიყენებენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ახლა არის ძალიან მკაცრი იმიტომ, რომ სიტუაცია არის ძალიან მძიმე. რაციონალურობის ერთი მარცვალიც რომ ჰქონდეს შერჩენილი მთავრობის რომელიმე წევრს, ე.წ. პრეზიდენტით დაწყებული და არაფორმალური ქვეყნის მმართველით დამთავრებული, შეისმენდნენ ამ კრიტიკას და იქით არ დაუწყებდნენ ლანძღვას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ რეალობა არის ძალიან მძიმე და ამიტომ უნდა მოვაშოროთ ეს ადამიანები ქვეყნის მმართველობას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს "ტექნიკური" უწოდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაგალითად, საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა ნორმანდიულის ტიპის ფორმატი.

"ჩვენ ვართ სადღაც გაჩხერილი ამ ტექნიკურ ფორმატებში, რომელსაც ვაგრძელებთ, მაგრამ არაფერი იცვლება. მოვითხოვე პირველივე დღიდან, ვიმუშაოთ იმისკენ, რომ პოლიტიკური მასშტაბი მივცეთ, დავუბრუნოთ, რადგან რეალურად, ჟენევა დასაწყისში იყო პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ ჩამოვიდა ამ ტექნიკურ დონეზე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა