გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“-დან აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთაში: აღმაშენებლის, ა.წერეთლის, არსუკიძის, კოსტავას, კარიბჭის, მირიანის, გამსახურდიას, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, მამულაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 17:00 საათამდე , მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, სასხორი, კარსანი, ზემო ნიჩბისი, ძეგვი, ქვემო ნიჩბისი, ქსანი, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე , სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, თხინვალა, წოდორეთი, ბევრეთი, ტაბარუკი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.