სომალიში, მანქანაში ბომბის აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა

გამანადგურებელი აფეთქება იყო. შემიძლია დავადასტურო, რომ 20 ადამიანი დაიღუპა, ბევრი დაჭრილი იყო,-განაცხადა პოლიციის ოფიცერმა იბრაჰიმ მუჰამედმა „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში.

სომალის ერთ-ერთი პარლამენტის წევრი, მოჰამედ აბდრიზაკი აცხადებს, რომ დაახლოებით 90 ადამიანი დაღუპულა, თუმცა ოფიციალური უწყებები ინფორმაციას არ ადასტურებენ. ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ აუღია.

სომალის მშვიდობიანი მოსახლეობა ხშირად ხდება ტერორისტული ჯგუფების სამიზნე. ჰუმანიტარული კრიზისი და მუდმივი სამხედრო მოქმედებების შედეგად, ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 2.7 მილიონ ადამიანს აღწევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს