არჩილ თალაკვაძე - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ხელისუფლების, ოჯახის და მთელი საზოგადოების დამსახურება

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ხელისუფლების, ოჯახის და მთელი საზოგადოების დამსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არის სწორი იმაზე საუბარი, თუ ვისი დამსახურებაა ექიმის გათავისუფლება.

„საერთოდ აქ დამსახურებაზე საუბარი რამდენად უპრიანია, საზოგადოებამ შეაფასოს. ეს იყო პრობლემა, ადამიანი იყო პატიმრობაში და ჩვენ ვიყავით ვალდებული, რომ გადაგვედგა მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი, რომ ის გათავისუფლებულიყო. პირველი განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ გაავრცელა და პირველ რიგში, სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი ამ საქმესთან დაკავშირებით, გადაედგა ნაბიჯები და ყოველდღიური ყურადღება მიექცია თემისთვის. ჩვენ ერთად ვიდექით იმ მნიშვნელოვანი ამოცანის და მოთხოვნის გარშემო, რაც იყო ექიმის გათავისუფლება. ასე რომ, ცალკე არმგონია, სწორი იყოს ჩვენი საზოგადოების დაყოფა, იმასთან მიმართებაში, თუ ვისი დამსახურებაა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნებულიყო სახლში. ის უკვე სახლშია და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს და გააგრძელებს თავის საქმიანობას”,- განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმზე და აღნიშნა, რომ „წარსულშიც იყო გატაცების ფაქტები, უმძიმესი დარღვევები ადამიანის უფლებების და სიცოცხლის ხელყოფის.“

„ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულებას ადამიანის და ადამიანური ღირებულებების მიმართ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ პრინციპულად ყველა საერთაშორისო ფორმატში იმ შემთხვევებისა და იმ პრობლემების წამოწევას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმს ახლავს თან. წარსულშიც იყო გატაცების ფაქტები, უმძიმესი დარღვევები ადამიანის უფლებების და სიცოცხლის ხელყოფის, რაც მიუთითებს, რომ ეს კონფლიქტი არ არის გაყინული კონფლიქტი. ევროპამ აშშ-მ და ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს კონფლიქტი გრძელდება და ყოველდღიურ რეჟიმში იწვევს პრობლემებს, ეხება ადამიანებს და პრობლემებს უქმნის საქართველოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ის ახლა ოჯახთან ერთად თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო