მსოფლიო მედია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

მსოფლიო მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. „როიტერსის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ 21 კვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით“ საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით კი, ქართველი ექიმი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“. მათივე ინფორმაციით, ქართველი ექიმი უკანონოდ იყო დაკავებული. გამოშვება ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გაფრინდაშვილი თავად რაიმე კანონის დარღვევას უარყოფდა, ამტკიცებდა რა, რომ "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ტერიტორიაა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან მოულოდნელი ნაბიჯი იყო. გამოცემის ცნობით, ექიმი, მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პაციენტის სანახავად გადავიდა.

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

მსოფლიო მედია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

მსოფლიო მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. „როიტერსის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ 21 კვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით“ საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით კი, ქართველი ექიმი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“. მათივე ინფორმაციით, ქართველი ექიმი უკანონოდ იყო დაკავებული. გამოშვება ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გაფრინდაშვილი თავად რაიმე კანონის დარღვევას უარყოფდა, ამტკიცებდა რა, რომ "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ტერიტორიაა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან მოულოდნელი ნაბიჯი იყო. გამოცემის ცნობით, ექიმი, მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პაციენტის სანახავად გადავიდა.

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი