დონალდ ტრამპი ჰანუქას დღესასწაულზე ხუთი ადამიანის დაჭრის ფაქტს ეხმაურება

ანტი-სემიტიზმის ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად და აღმოსაფხვრელად ყველა ერთად უნდა დავდგეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში ჰანუქას დღესასწაულზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ხუთი ადამიანის დაჭრის ფაქტს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მონსიში განხორციელებული ანტისემიტური თავდასხმა „შემაძრწუნებელია.“

„მონსიში, ნიუ-იორკში ჰანუქას დღესასწაულის ბოლო ღამეს განხორციელებული ანტი-სემიტური თავდასხმა შემაძრწუნებელია. ანტი-სემიტიზმის ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად და აღმოსაფხვრელად ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მე და მელანია დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“- წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, კვირას რაბინის სახლში ჰანუქას დღესასწაულის დროს თავდამსხმელი შეიჭრა, რომელმაც ცივი იარაღით ხუთი ადამიანი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის რაბინის შვილიცაა. პოლიციამ 37 წლის თავდამსხმელი ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა