ჰონგ-კონგი 2020 წელს მასშტაბური საპროტესტო აქციით შეხვდება

ჰონგ-კონგის დემოკრატიის მომხრე მომიტინგეები ქალაქის ქუჩებში იკრიბებიან, რათა 2020 წელს მასშტაბური საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციებს 6 000 პოლიციელი გაუწევს მონიტორინგს.

აქციის წევრებს სახეზე ნიღბები უკეთიათ წარწერით „არ დაივიწყო 2019-მტკიცედ დადექი 2020-ში“. მათი თქმით, თავისუფალი ჰონგ-კონგი მათი საახალწლო სურვილია.

წინასაახალწლო მიმართვა ჰონგ-კონგის აღმასრულებელმა მეთაურმა ქეი ლემმაც გააკეთა. მისი თქმით, 6 თვიანმა მღელვარებამ სევდა, ღელვა, იმედგაცრუელა და ბრაზი მოიტანა,

„მოდი დავიწყოთ 2020 ახალი გადაწყვეტილებით, აღვადგინოთ წესრიგი და ჰარმონია ჩვენს საზოგადოებაში. მოდით, თავიდან დავიწყოთ ერთად“,- განაცხადა ლემმა 3 წუთიან მიმართვაში.

ანტისამთავრობო აქციები ჰონგ-კონგში მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. პროტესტი ექსტრადირების შესახებ კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც ეჭვმიტანილების ჩინეთში ექსტრადირების გამარტივებას გულისხმობდა. მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის კერი ლემის გადადგომას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო