ბიძინა ივანიშვილს კალენდართან აცდენა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა სასამართლოში განაცხადა, სადაც გამთენიისას პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა შორის მისი შვილი, ზურა ბერძენიშვილია.
„ახლა შევიტყვეთ, რომ მერიას ძალიან არ მოსწონებია ვიზუალი, ზვიგენი ისეთი არ უნდა ყოფილიყოო და ის ატრაქციონი აიღეს. „დროშა ვერ დაკიდენ" ვარიანტის თბილისური ვერსიაა. თუ ეს ატრაქციონი მერიასთან შეუთანხმებელი იყო, მაშინ ამ პატიოსან ხალხს რას ემართლებიან. ეს სულ არ არის სახუმარო კითხვა, ამას სერიოზულად ვსვამ. მერიის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ჩვენთან შეუთანხმებელი იყო ეს და მცირე მეწარმეებმა დადგესო. გასაგებია, რომ მცირე მეწარმეებს ამოეფარნენ.
ბიძინა ივანიშვილს აცდენა აქვს კალენდართან. 2020 წელია, მეთოდები, რაც ივანიშვილს აქვს - როცა ვერ იტანს მისგან უკონტროლო სივრცეებს, კითხვებს და რაც ისმის, არაადეკვატურად იქცევა. ბიძინა ივანიშვილი არის საბჭოთა საქართველო, საბჭოთა საქართველო ყოველთვის დამარცხდება ევროპულ, ევროატლანტიკურ საქართველოსთან", -განაცხადა ბერძენიშვილმა.