ინდონეზიის დედაქალაქში წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის დედაქალაქში ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე 21 ადამიანი შეეწირა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ეს ბოლო 24 წლის განმავლობაში ჯაკარტაში ყველაზე ინტენსიური წყალდიდობაა. სტიქიური უბედურების შედეგად, ასობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა და აუცილებელი გახდა მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაცია. დღის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე ნალექის რაოდენობამ 377 მილიმეტრი შეადგინა. ექსტრემალურს კი 155 მილიმეტრზე მეტი რაოდენობის ნალექს უწოდებენ.

დატბორვის გამო,დროებით მუშაობა შეაჩერა ჯაკარტას მთავარმა აეროპორტმა.

ჯაკარტაში უხვ ნალექს ე.წ მუსონური წვიმის სეზონს უკავშირებენ. სინოპტიკოსები ნალექის შენარჩუნებას უქმეებამდე პროგნოზირებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს