სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე ინფორმაცია მოიძიეს და საკუთარი სურვილითა და ძალისხმევით მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეიძინეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქციები თბილისში, დაბა ვაზიანის დასახლებაში, ახალციხეში, გორში, კასპში, წეროვანში, ქუთაისში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხონსა და სენაკში ჩაატარეს“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)