თორნიკე მამალაძე - პატრიარქმა განაცხადა, რომ  ჩემი ძმა უნდა იჯდეს ციხეში, რადგან თავად პატრიარქს არ სურს მისი გათავისუფლება

როცა სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა პატრიარქთან, პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩემი ძმა უნდა იჯდეს ციხეში, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქოში 4 იანვარს სალომე ზურაბიშვილისა და პატრიარქის საუბარი გარკვეულმა პირებმა მოისმინეს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ორმა ადამიანმა ერთი და იგივე ინფორმაცია მიაწოდა და ისინი ამბობენ, რომ პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილს შეხვედრაზე განუცხადა, რომ თუ მას დეკანოზის შეწყალება სურდა, ამ სურვილის შესახებ სალომე ზურაბიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც, აქამდე შეატყობინებდა და შეწყალებაზე თანხმობას აქამდე განაცხადებდა.

„საბედნიეროდ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანები, რომელებიც ნამდვილად ემსახურებიან ღმერთს და ამ ადამიანებმა მომაწოდეს ინფორმაცია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არსებობს 2 ადამიანი, რომლებმაც ერთი და იგივე ინფორმაცია მომაწოდეს. როცა სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა პატრიარქთან, 3 მეტრის რადიუსში იდგნენ ადამიანები და სიტყვა- სიტყვით გაიგეს, თუ რა საუბარი მიმდინარეობდა პატრიარქსა და სალომე ზურაბიშვილს შორის. სალომე ზურაბიშვილმა ჰკითხა პატრიარქს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით, რაზეც პატრიარქმა სიტყვა- სიტყვით განუცხადა სალომე ზურაბიშვილს, რომ თუ სურვილი გააჩნდა პატრიარქს, ამას აქამდე ეტყოდა სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და აქამდე მოხდებოდა პატრიარქის მხრიდან თანხმობა მის შეწყალებასთან დაკავშირებით. პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩემი ძმა უნდა იჯდეს ციხეში, რადგან თავად პატრიარქს არ სურს მისი გათავისუფლება. გამომდინარე აქედან სალომე ზურაბიშვილის კითხვა იყო პატრიარქისადმი, თუ რა მოტივით გააქარწყლებდა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლითაც პრეზიდენტის მიმართ მოხდა შუამდგომლობა, რაზეც პატრიარქმა განაცხადა, რომ ეკლესიაში გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქი და არა სინოდის სხდომა, გამომდინარე აქედან, პატრიარქის სურვილი იყო, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში დარჩეს.

ეს იმას მიანიშნებს, რომ პატრიარქი არის შეშინებული, ის დარწმუნებულია, იყო ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული, რომ ჩემი ძმა გათავისუფლების შემთხვევაში ისაუბრებდა პატრიარქის ცოდვებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სოდომურ ცოდვებს, ფინანსურ მაქინაციებს, გამომდინარე აქედან პატრიარქმა გადაწყვიტა ამ ინფორმაციების გამო ჩემი ძმა საპყრობილეში დატოვონ“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთა. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო