ზურაბ ბატიაშვილი - ეს მესამე მსოფლიო ომი არ არის და ვერც იქნება თავისი ბუნებიდან გამომდინარე, რადგან ერთ მხარეს არის ბირთვული ქვეყანა შეერთებული შტატების სახით, ხოლო ირანს ჯერჯერობით არ აქვს

ტრამპის განცხადება, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, გულისხმობდა, ალბათ, იმას, რომ მისი და პენტაგონის მონაცემებით ამერიკელი სამხედროები დაღუპულები არ არიან,- ამის შესახებ "რონდელის ფონდის" მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამერიკელ სამხედროებს შორის მსხვერპლი რომ დაფიქსირებულიყო, განსაკუთრებით იმ რაოდენობით, რაზეც ირანული მხარე საუბრობს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევდა საპასუხო იერიში მიეტანა ირანზე, რაც თავის მხრივ უკუდარტყმას გამოიწვევდა. თუმცა, ბატიაშვილის თქმით, აშშ-ის ქმედებები ცხადყოფს, რომ მას ვითარების ესკალაცია არ სურს.

„ეს მესამე მსოფლიო ომი არ არის და ვერც იქნება თავისი ბუნებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის ბირთვული ქვეყანა შეერთებული შტატების სახით, ხოლო ირანს ჯერჯერობით არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, ბირთვული შეიარაღება. ესკალაცია, რა თქმა უნდა, იქნება. რეალურად, ჩვენ გვაქვს კონფლიქტი, რომელიც დროში გაწელილია. ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა, უბრალოდ, მცირე ინტენსივობით მიმდინარეობდა. ზოგჯერ ამ ინტენსივობის აქტივიზაცია ხდება და გააქტიურების ერთ-ერთ ასეთ ფაზას ვხედავთ ახლა“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ამასთან მისი განმარტებით, საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამართალში ნებისმიერ საელჩოზე იერიშის მიტანა ომის გამოცხადების ტოლფასია, ბატიაშვილის თქმით, კონფრონტაციის ესკალაცია სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

„საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამართალში ზოგადად ნებისმიერ საელჩოზე იერიშის მიტანა უკვე ომის გამოცხადების ტოლფასია. ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბაღდადში, როდესაც შეერთებული შტატების საელჩოზე იყო ფაქტობრივად შტურმი მიტანილი, ეს შეერთებულ შტატებში ჩათვალეს სწორედ ომის გამოცხადებად და იმის პასუხი იყო გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაცია. თავის მხრივ, გენერალ სოლეიმანზე მიტანილი შეტევა ირანმა ჩათვალა ირანზე მიტანილ შეტევად და კონფრონტაციის ზრდა სწორედ ამ ორმა აღქმამ გამოიწვია“,- განმარტა "რონდელის ფონდის" მკვლევარმა.

მისი ვარაუდით, ახლა შეტევები გაგრძელდება ერაყში, სირიასა და პროირანულ ძალებზე, შეტევების პარალელურად კი არ გამორიცხავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური სანქციები კიდევ უფრო გაამკაცროს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა