გიორგი ვაშაძე - ერთ კვირაში ან 10 დღეში უნდა შეჯერდეს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ოპოზიციური პარტიები დღევანდელ შეხვედრაზე საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრებენ და პოზიციებს შეაჯერებენ.

როგორც „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, უახლოეს მომავალში ოპოზიცია საბოლოო სამოქმედო გეგმაზე შეჯერდება.

„ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა. ერთი მხრივ, პოლიტიკური, ასევე საშინელი სოციალური და ეკონომიკური კრიზისია. შესაბამისად, საერთო სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად გვექნება საუბარი. უახლოეს ერთ კვირაში ან 10 დღეში უნდა შეჯერდეს საბოლოოდ ჩვენი სამოქმედო გეგმა. ამასთან, ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც გადამწყვეტია იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ემსახურებოდეს ხალხს. ეს არის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს