დონალდ ტრამპი - სოლეიმანი ამერიკის საელჩოების აფეთქებას გეგმავდა - ჩვენ ეს მონსტრი შევაჩერეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ამერიკის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა. მოგვიანებით, მან ასევე აღნიშნა, რომ სოლემანი აპირებდა საფრთხე შეექმნა საზღვარგარეთ ყველა ამერიკული საელჩოსთვის.

„ჩვენ დავიჭირეთ ეს დიდი მონსტრი. ჩვენ ის გამოვააშკარავეთ. ეს დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ის აპირებდა ჩვენი საელჩო აეფეთქებინა. ჩვენ ეს სხვა აშკარა მიზეზებითაც გავაკეთეთ. ვიღაც მოკვდა, ადამიანები მძიმედ დაშავდნენ... ჩვენ ეს დავასრულეთ. ეს იყო მონსტრის დასასრული“, - დასძინა ტრამპმა.

მოგვიანებით ტრამპმა მედიასთან დამატებითი განმარტებებიც გააკეთა.

„სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმებს და თვალი ჩვენს საელჩოებზე ეჭირა. მისი სამიზნე არა მარტო ბაღდადში მდებარე ჩვენი საელჩო იყო“,-განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტს პოლიტიკოსები მოუწოდებენ დაასახელოს კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო პენტაგონმა გადაწყვეტილება ბაღდადის აეროპორტში ჩატარებულიყო ოპერაცია.

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქში, აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ერაყელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ტრამპის თქმით, ყასემ სოლეიმანი აშშ-ის საელჩობის აფეთქებას გეგმავდა

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს