აქციის მონაწილეების განცხადებით, ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ ღამის გათენებას აპირებენ

ვარკეთილში "ანას ბაღთან" აქცია დასრულდა. ადგილობრივი მცხოვრებლები და აქციის მონაწილეები "ანას ბაღის" ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. დღის განმავლობაში აქციაზე სამართალდამცავები, ადგილობრივი მცხოვრებლები და კომპანია "გისსონის" თანამშრომლები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავებმა კი აქციის 10 მონაწილე დააკავეს.

როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია სამუშაოებს ადგილზე ხვალ დილიდან განაახლებს.

რაც შეეხება ადგილობრივი მცხოვრებლების პოზიციას, მათი განმარტებით, ისინი "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს კიდევ ერთ ღამეს გაათენებენ და იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერდება.

ისინი დედაქალაქის მერს კახი კალაძეს მოუწოდებენ, რომ "ანას ბაღი" ხალხს დაუბრუნდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა