ბრაიან ჰუკი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე - ეს ქმედება რომ არ განგვეხორციელებინა, ასობით ადამიანი მოკვდებოდა და დღეს შეკითხვას დამისვამდით, თუ რატომ არ გავაკეთეთ მეტი

სოლეიმანი რეგიონში შემდგომ თავდასხმებს გეგმავდა ამერიკელი ხალხისა და ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ და პრეზიდენტმა მოქმედების გადაწყვეტილება მიიღო - ეს ქმედება რომ არ განგვეხორციელებინა, ასობით ადამიანი მოკვდებოდა და დღეს იმ შეკითხვას დამისვამდით, თუ რატომ არ გავაკეთეთ მეტი, რომ მას ამდენი ადამიანი არ მოეკლა, - ამის შესახებ ირანის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბრაიან ჰუკმა საერთაშორისო სატელეფონო ბრიფინგის დროს განაცხადა.

მან ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ირანი უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებს.

„ჩანს, რომ ყასემ სოლეიმანის სიკვდილის გამო, შურისძიების მიზნით ირანმა უკვე დაასრულა პასუხის გაცემა აშშ-სთვის. ეს ირანს ეხება და მათ მაგივრად არ ვსაუბრობ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ირანი უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებს და არ გააგრძელებს თავისი აგრესიული და ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, პირდაპირ თუ პროქსი ძალების მეშვეობით. თეთრმა სახლმა 2018 წლის 11 სექტემბერს განცხადება გააკეთა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, რომ ჩვენ არ განვასხვავებთ ირანულ რეჟიმსა და მის პროქსებს და ირანის რეჟიმს პასუხისმგებლობა დაეკისრება პროქსი ძალების შეტევების გამო. თქვენ დაინახეთ, რომ 27 დეკემბრის შემდეგ, როდესაც „ჰეზბოლამ“ ამერიკელი მოკლა, პრეზიდენტმა ამას უპასუხა ერაყსა და სირიაში. ამის გაკეთებას გავაგრძელებთ, თავდაცვით ქმედებებს, და როდესაც თავდასხმა ხდება, პრეზიდენტი ახორციელებს თავის მოვალეობას თავდაცვასთან დაკავშირებით. ასევე, გავაგრძელებთ ირანის რეჟიმისთვის ბიძგის მიცემას დეესკალაციისთვის“, - აღნიშნა ჰუკმა.

ბრაიან ჰუკი ასევე შეეხო ირანის გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის თემასაც და აღნიშნა, რომ „არაფრის გაკეთება“ უფრო სარისკო იქნებოდა, ვიდრე მისი განეიტრალება.

„ყასემ სოლეიმანი რეგიონში მოგზაურობდა, და ის მოგზაურობდა თავდასხმის ორგანიზების მიზნით. ჩვენ ვთქვით, რომ სოლეიმანი ცდილობდა დიპლომატიური დაწესებულებების მიზანში ამოღებას, ასევე, ამერიკის შეიარაღებული ძალების წევრების. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ის ერაყში პროქსებს უწევდა ორგანიზებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როდესაც სოლეიმანი რეგიონში შემდგომ თავდასხმებს გეგმავდა ამერიკელი ხალხისა და ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტმა მოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ქმედება რომ არ განგვეხორციელებინა, ასობით ადამიანი მოკვდებოდა და დღეს იმ შეკითხვას დამისვამდით, თუ რატომ არ გავაკეთეთ მეტი, რომ ყასემ სოლეიმანის ამდენი ადამიანი არ მოეკლა. ის პასუხისმგებელია დაახლოებით 600 ამერიკელის მკვლელობისთვის და როდესაც ასეთი ადამიანია რეგიონში, რომელიც თავდასხმებს გეგმავს, ჩვენმა დაზვერვამ ამასთან დაკავშირებით სიმტკიცე გამოიჩინა. არაფრის კეთების რისკები ბევრად დიდი იყო, ვიდრე - მისი ლიკვიდაციის გამო რისკები“, - აღნიშნა ჰუკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა