ქართული პრესის მიმოხილვა 11.01.2020

მურმან დუმბაძე - “ოპოზიცია “ოცნებას” ყველანაირ არჩევნებს მოუგებს”

პაატა დავითაია - “აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას”

* * *

მურმან დუმბაძე - “ოპოზიცია “ოცნებას” ყველანაირ არჩევნებს მოუგებს”

“გახარია თუ წავა, ეს არ იქნება ოპოზიციის მოთხოვნაზე პასუხი. ჩვენ ვითხოვდით გახარიას მოხსნას შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, მაგრამ საზოგადოებამ მისი დაწინაურება მიიღო. 2019 წელს ვითხოვდით გახარიას წასვლას, ახლა 2020 წელია და ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ არა გახარია, არამედ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” - ეს გაერთიანებული ოპოზიციის უპირველესი ამოცანაა”, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია “ოცნებას” ყველანაირ არჩევნებს მოუგებს” / მურმან დუმბაძე: “ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ არა გახარია, არამედ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.

“ასეთი საერთაშორისო ზეწოლა არ მახსენდება არც ერთ ხელისუფლებაზე. გახსოვთ, ბეიკერი რომ ჩამოვიდა? მან შევარდნაძეს დელიკატურად მიანიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავრობა ორ ვადაზე მეტხანს არ მართავს ქვეყანას - რვა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რომ ძალაუფლება ხიბლში არ ჩავარდეს. ახლა დასავლეთი სწორედ ამას ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, სხვას კი არაფერს! ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ მისი დრო ამოიწურა. რვაწლიანი ციკლი დასრულდა. ამას ეუბნებიან დიპლომატიურად, მაგრამ სრულიად გასაგები ენით... რატომ უნდა დარჩეს ეს მთავრობა, რა მიღწევები გვაქვს, რამე შთამბეჭდავი მოხდა და ჩვენ გამოგვეპარა? ეკონომიკა დადგა ფეხზე, ლარის კურსი გამყარდა, სოციალური პრობლემები მოგვარდა თუ რა მოხდა?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მურმან დუმბაძე.

“არ გამოვრიცხავ, ივანიშვილმა მართლაც გვითხრას, რომ ცვლის მთავრობას - როგორც, მაგალითად, კვირიკაშვილი ვითომ ბავშვთა შიმშილობის გამო რომ მოხსნა. ჩვენ, ოპოზიცია 7-8 თვის წინ ვეუბნებოდით, რომ გახარია არ უნდა დაენიშნა. ახლა ივანიშვილს გახარიასთან და მთელ მთავრობასთან ერთად მოუწევს სახლში წასვლა - გაერთიანებული ოპოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში, შერეული სისტემით, პროპროციული სისტემით, ვადამდელი თუ ვადიანი არჩევნებით გაისტუმრებს “ქართულ ოცნებას” სახლში, ოპოზიცია აუცილებლად მოიგებს არჩევნებს!” - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?” - პასუხობს:

“ასეთი გაერთიანებული, კოორდინირებული და შეთანხმებული ოპოზიცია მე არ მახსენდება. ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, ძალიან ბევრ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ერთმანეთისთვის მიუღებელი პოლიტიკოსები გვერდიგვერდ სხდებიან მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არჩევნებში დაამარცხონ ხელისუფლება. ძალიან რთულად წარმომედგინა, რომ ნინო ბურჯანაძე და გიგა ბოკერია ოდესმე გვერდიგვერდ დასხდებოდნენ ერთ მაგიდასთან. ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ მე მჯერა იმის, რასაც ვამბობ - ოპოზიცია ყველანაირ პირობებში მოუგებს არჩევნებს “ქართულ ოცნება”

პაატა დავითაია - “აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას”

“აფხაზეთში ამ პროცესები უკან დგას ალექსანდრე ანქვაბი. გახსოვთ, ის ხაჯიმბას მიერ იქნა გადაყენებელი და ზუსტად ანქვაბი რომ გადააყენეს, სწორედ ამ პროცესების უკან იდგა რუსეთი, ხაჯიმბას მეთაურიბით. ანქვაბი იყო პროაფხაზური პოლიტიკოსი და არა პრორუსი. მან გააკეთა ყველაფერი ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოები და სამხედრო ბაზები თავს თავისუფლად არ გრძობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სულ პრობლემებს უქმნიდა მათ. როდესაც მოვიდა ხაჯიმბა რუსულ ბაზებთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომ არანაირი პასუხისმგებლობა დანაშაულთან დაკავშირებით რუსი ჯარისკაცების არ დგება, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები უფრო მაღლა დგას ვიდრე აფხაზეთის. დაიწყო კრიმინალური მმართველობა...”, - აცხადებს ექსპარლამენტარი პაატა დავითაია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით - "ხაჯიმბას დღეები დათვლილია, აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” / პაატა დავითაია” - აფხაზეთში რუსეთის საწინააღმდეგო სცენარი ხორციელდება, მაგრამ ის არ არის საქართველოსთვის სასიკეთო”.

“ანქვაბის პერიოდში კანონიერი ქურდები არ იმყოფებოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ახლა ისევ დაბრუნდნენ. რუსეთმა დაიწყო სერიოზული პარპაში აფხაზეთში და გაჩნდა დაუსჯელობის სინდრომი ძალიან დიდი. შემოვიდა რუსული ბიზნესი, თანაც ძალიან დიდი დოზით. ამან გამოიწვია აქ დიდი უკმაყოფილება. აფხაზებს ფული არა აქვთ, ამან გამოიწვია ის, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა პროაფხაზური ძალების დაბრუნება. ცხადია, ახლა ანქვაბი ვეღარ იქნებოდა პრეზიდენტი და აქედან გამომდინარე შეარჩია ბჟანია, რომელიც მისი კანდიდატურაა. ეს ბჟანია კი აიღეს და მოწამლეს! ამან ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამდენი ხანი ეს კაცი მკურნალობდა და ოპოზიციურმა კანდიდატმა კვიცინიამ, რომელმაც ბჟანია ჩაანაცვლა არჩევნები მოიგო, მაგრამ პუტინის პირადი ბრძანებით სპეცსამსახურების ჩარევა მოხდა, გაამარჯვებინეს ხაჯიმბას და ამან გამოიწვია მოსახლეობის დიდი გაღიზიანება. როდესა ბჟანია დაბრუნდა, სასამართლოში ხდებოდა ამ საკითხის განხილვა, სასამართლომ საკითხის დაუშვებლობა ცნო და ამის უკან ისევ რუსეთი იდგა - ეს იყო ბოლო წვეთი და ამან გამოიყვენე ხალხი ქუჩაში...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა დავითაია.

“ხაჯიმბას დღეები დათვლილია. ყველა განუდგა - პარლამენტიც და ხალხიც. იარაღს ვერ გამოიყენებს, რადგან მთელი ამ პროცესის უკან დგანან ე.წ. ომის გმირები - მათ წინააღმდეგ იარაღს ვერავინ აიღებს. თუ იარაღი რუსებმა აიღეს, ამას მოჰყვება ძალიან მკვეთრი რეაქცია, ძალიან მკვეთრი!.. უახლოეს პერიოდში დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები და არ ვიცი როგორ ჩამოყალიბდებიან - ბჟანია იქნება კანდიდატი თუ კვიცინია. ჩემი აზრით, ორივე იქნება - პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები და აქედან გამომდინარე, ესენი მოიგებენ ამ არჩევნებს”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ჩვენ თუ გვაქვს მცირედი შანსი, პროცესები ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ?” - პასუხობს:

“ეს კანდიდატები პრორუსულები არ არიან, პროაფხაზები არიან და სამწუხაროდ, მათ მართლა სჯერათ, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი. მათი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთს გაურთულდება მოქმედება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისეთი თავისუფლება აღარ ექნება, როგორც ხაჯიმბას პერიოდში. მერე დანარჩენი ჩვენს და მათ მარიფათზეა დამოკიდებული. რაღაცა მარცვლის ჩაგდები შანსი ჩნდება თუ სწორად ვიმოქმედებთ, რაც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას არ ეტყობა”

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა