ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება კონფლიქტის ორივე მხარემ დაარღვია

ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება კონფლიქტის ორივე მხარემ დაარღვია. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საომარი მოქმედებების შეჩერებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სროლა ორივე მხარემ განაახლა. მოგვიანებით, ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში, ლიბიის მთავრობისა და ლიბიის ეროვნული არმიის სპიკერებმა სროლის დაწყება ერთმანეთს დააბრალეს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მუამარ კადაფის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ლიბიაში 2 მმართველობა ჩამოყალიბდა. დედაქალაქ ტრიპოლსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ლიბიის მთავრობა აკონტროლებს, რომელსაც მხარს გაერო და საერთაშორისო კოალიცია უჭერს. კონფლიქტის მეორე მხარეს ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაპტარი წარმოადგენს. მას მხარს უჭერს - რუსეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო