დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა პირმა სასამართლოში ამავე საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

გიორგი ჯანაშია ბრალდების მხარის მოწმეა. ის დღეს სასამართლოში თითქმის, 4 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, მოწმის სტატუსით დაკითხულმა გიორგი ჯანაშიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. კერძოდ კი, მისივე შეფასებით, მოწმემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა და ტანსაცმლის სახელო სისხლიანი ჰქონდა. თოდუას თქმითვე, აღნიშნულ დეტალებთან დაკავშირებით მოწმეს გამოძიების ეტაპზე არ უსაუბრია.

საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, ჯანაშიამ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ფარდულთან, კერძოდ, დავით სარალიძესთან ახლოს მდგომი ბრალდებული მიხეილ კალანდია დაინახა, რომელსაც ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა.

მსჯავრდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იგივე ჩვენება მისცა და იგივე გარემოებებზე ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც მას საკუთარ ჩვენებებში აქამდეც უსაუბრია.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს