ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რატომ ვერ მოხვდა „ლელო საქართველოსთვის“ NDI-ს კვლევაში

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა „ლელო“ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევაში.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც კვლევა დაიგეგმა „ლელო“ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობა იყო და შესაბამისად, მათი თხოვნა იყო, რომ კვლევაში არ ყოფილიყვნენ ჩართული.

"როდესაც ოქტომბერში ეს კვლევა დაიგეგმა, ჩვენ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობა ვიყავით, ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამ გამოკვლევაში "ლელო" არ ყოფილიყო ჩართული. შემდგომ გამოკვლევაში "ლელო" აუცილებლად ჩაერთვება. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიად (2019 წლის) 22 დეკემბერს დავრეგისტრირდით. ამიტომ ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ NDI-ის, რომ ამ ეტაპზე, რამდენადაც ნოემბერში არ ვიყავით პოლიტიკური პარტია, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში. შემდგომ გამოკვლევაში, გაზაფხულისთვის, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს