აიათოლა ალი ხამენეი - ტრამპი „კლოუნია“, რომელიც ირანელ ხალხს ზურგში შხამიან ხანჯალს ჩასცემს

ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „კლოუნია“, რომელიც თავს აჩვენებს, რომ თითქოს ირანელ ხალხზე წუხს. ხამენეიმ ამის შესახებ თეირანში, პარასკევის ლოცვისას, მლოცველებთან მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპი ირანელ ერს ზურგში „შხამიან ხანჯალს ჩასცემს“.

ხამენეიმ გენერალ ყასემ სოლეიმანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკამ ის „ლაჩრულად“ მოკლა და დასძინა, რომ ირანმა ამერიკას „იმიჯი შეულახა“ და ვაშინგტონისთვის რეალური დასჯა იქნება, როცა მის ძალებს ახლო აღმოსავლეთიდან გააძევებენ.

ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი შეერთებული შტატების მსახურები არიან და „ძალიან სუსტები არიან იმისთვის, რომ ირანი დააჩოქონ“.

რაც შეეხება „ყუდსის ძალებს“, რომელიც ამერიკული მედიის ინფორმაციით, რეგიონში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“ უჭერს მხარს, ხამენეი აცხადებს, რომ „ყუდსის ძალები ჰუმანიტარულ ორგანიზაციად უნდა ჩაითვალოს. მისი წევრები არიან მებრძოლები საზღვრებს გარეშე“.

იხილეთ ვიდეო: აიათოლა ალი ხამენეი - ტრამპი "კლოუნია", რომელიც ირანელ ხალხს ზურგში შხამიან ხანჯალს ჩასცემს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს