საპროკურორო საბჭოს მიერ გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა - საბჭოს გენერალური პროკურორობის  17 კანდიდატი წარედგინა

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს. კანდიდატების წარდგინება და მათი მონაცემები ხელმისაწვდომია საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge.

საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ კონკურსში მონაწილე 16 კანდიდატისა და მათი წარმდგენი ორგანიზაციების სია ასეთია:

პირველი კანდიდატი − ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე წარადგინეს ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური”, ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“.

მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია, წარადგინა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.

მესამე კანდიდატი − შპს ,კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია წარადგინა შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტმა“.

მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

მეხუთე კანდიდატი - შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

მეექვსე კანდიდატი- იურისტი ვალერიან ვაჭარაძე წარადგინა იურიდიულმა კომპანიამ ,,ჯეი ემ ჯი და პარტნიორები“.

მეშვიდე კანდიდატმა - იურისტმა მერაბ გამყრელიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

მერვე კანდიდატმა - იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

მეცხრე კანდიდატი - იურისტი ირაკლი შოთაძე წარადგინა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“.

მეათე კანდიდატს - იურისტ დავით ზირაქაშვილს რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.

მეთერთმეტე კანდიდატი - იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი წარადგინა ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“.

მეთორმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“.

მეცამეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .

მეთოთხმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .

მეთხუთმეტე კანდიდატი - იურისტი გელა ჩივაძე წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „დამცველი“.

მეთექვსმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა რამაზ ჩინჩალაძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

მეჩვიდმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მომართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა