არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია

ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, აშშ-ს მთავრობის პოზიცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ არაერთხელ როგორც ელჩის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ამერიკელი კონგრესმენის წერილს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების შეფასება არის ის, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და უსაფრთხოების სფეროში არის აშშ-ის ერთ-ერთი საიმედო მოკავშირე რეგიონში.

„ამ კონკრეტული კონგრესმენის განცხადება უკავშირდება კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ დავას. სახელმწიფოს ამ კომპანიასთან იცით, რომ აქვს მიმდინარე დავა. შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს საკითხი განიხილება. დაველოდოთ შედეგებს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო თავის ინტერესებს ამ დავაში დაიცავს. რაც შეეხება აშშ- ს პოზიციას, ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონისა და მთავრობის პოზიციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არაერთხელ როგორც ელჩის ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან. ასევე გეტყვით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ მაღალი დონის ვიზიტს ამერიკაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს