"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერები ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ

"გამარჯვებული საქართველოს’’ ლიდერები - პარტიის გენერალური მდივანი კოტე კემულარია და საგარეო ურთიერთობათა მდივანი ანა რეხვიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია “გამარჯვებული საქართველოს’’ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგებლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის საერთაშორისო ქმედებათა სამსახურში EEAS, ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, ევროპის პოლიტიკის ცენტრში და სხვ.

„არ დაგიმალავთ და ჩვენმა მოსალოდნელმა ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია ბრიუსელში. შეხვედრების კალენდარი და გრაფიკი უაღრესად დატვირთული და მრავალმხრივია. ბრიუსელში ჩვენ ჩავდივართ უაღრესად პრინციპული პოზიციით და მკაფიო გზავნილებით. იცით ალბათ, რომ უახლოეს დღეებში ევროპარლამენტში და ევროკომისიაში იგეგმება ყოველწლიური ანგარიში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ და ცხადია, ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია, ჩვენი, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერების ბრიუსელში ვიზიტი და საქართველოში მიმდინარე რეალური პოლიტიკური პროცესების შესახებ გზავნილების გაკეთება“, - განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ანა რეხვიაშვილმა ბრიუსელში გამგზავრების წინ.

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს’’ ლიდერების ვიზიტი ბრიუსელში, 25 იანვრამდე გაგრძელდება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერები ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ

"გამარჯვებული საქართველოს’’ ლიდერები - პარტიის გენერალური მდივანი კოტე კემულარია და საგარეო ურთიერთობათა მდივანი ანა რეხვიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია “გამარჯვებული საქართველოს’’ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგებლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის საერთაშორისო ქმედებათა სამსახურში EEAS, ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, ევროპის პოლიტიკის ცენტრში და სხვ.

„არ დაგიმალავთ და ჩვენმა მოსალოდნელმა ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია ბრიუსელში. შეხვედრების კალენდარი და გრაფიკი უაღრესად დატვირთული და მრავალმხრივია. ბრიუსელში ჩვენ ჩავდივართ უაღრესად პრინციპული პოზიციით და მკაფიო გზავნილებით. იცით ალბათ, რომ უახლოეს დღეებში ევროპარლამენტში და ევროკომისიაში იგეგმება ყოველწლიური ანგარიში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ და ცხადია, ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია, ჩვენი, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერების ბრიუსელში ვიზიტი და საქართველოში მიმდინარე რეალური პოლიტიკური პროცესების შესახებ გზავნილების გაკეთება“, - განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ანა რეხვიაშვილმა ბრიუსელში გამგზავრების წინ.

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს’’ ლიდერების ვიზიტი ბრიუსელში, 25 იანვრამდე გაგრძელდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია