სალომე სამადაშვილი - დღევანდელი ხელისუფლება შეყუჟულია პარლამენტის შენობაში და იმდენად შეშინებულია, რომ რამდენიმე მოქალაქის შენობაში შეშვება პრობლემად მიაჩნია

ის რაც ახლა პარლამენტის შენობაში ხდება, 5 თუ 6 მოქალაქეს არ უშვებენ, ეს აჩვენებს ხელისუფლებას რომელიც დარწმუნებულია, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებს?! - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის შენობის იმ შესასვლელთან განუცხადა, სადაც მოძრაობა "შეცვალესა" და "სირცხვილიას" წევრები პარლამენტის შენობაში შესვლას დილიდან ცდილობენ.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" თავადაც იცის რომ მათი დასასრული გარდაუვალია.

"ეს გვაჩვენებს იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის სრულიად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელიც შეყუჟულია პარლამენტის შენობაში და იმდენად შეშინებულია, რომ საკუთარი რამდენიმე მოქალაქის პარლამენტში შეშვება მიაჩნია პრობლემად. პარლამენტი არის საჯარო დაწესებულება და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, კომიტეტის სხდომები ჩვენი კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად არის საჯარო და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტი 2020 - წელს დაემსგავსა საბჭოთა დროის დეპუტატთა საბჭოს, რომელიც ჩაკეტილი იყო მოქალაქეებისთვის. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ გარდაუვალი დასასრულისკენ მიდის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში"- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ისინი პარლამენტის სხდომებზე დასწრებას კვლავაც არ გეგმავენ.

„მოვედი მოქალაქეებთან შესახვედრად. საქართველოს პარლამენტი სანამ არ აღიდგენს საკუთარ ფუნქციას როგორც ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, ვერ ვხედავ აზრს რომ მივიღოთ მონაწილეობა კომიტეტის სხდომაში, რომელიც დახურულია მოქალაქეებისთვის. ჩემთვის გაუგებარია რატომ არ უშვებენ პარლამენტში სამოქალაქო აქტივისტებს? წულუკიანს რომ მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობამ კომიტეტზე ისე რომ სრული კომფორტი ჰქონდეს მას და მოქალაქეების პრობლემებსა და შეკითხვებს პასუხი არ გასცეს. ჩემთვის გაუგებარია ასეთ საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობა", - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა