ზაზა სარალიძე გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებაზე - მე წლებს არ ვითვლი - არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან, მთავარია, რომ სიმართლე ითქვას

მე წლებს არ ვითვლი, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა აღნიშნულ განცხადებაში, ზაზა სარალიძემ უპასუხა, რომ მისთვის მთავარია, სიმართლე ითქვას.

„ჩემი პასუხი იქნება, რომ მე წლებს არ ვითვლი. არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს, მთავარია სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

აღნიშნულის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.

თუ რა პირობებით გაუფორმდა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.

იხილეთ ვიდეო: ზაზა სარალიძე გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპროტესტებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს