კახა კუკავა - თუ ხელისუფლებაში ოპოზიციასთან შეთანხმების და პრობლემის გადაწყვეტის რეალური სურვილი არსებობს, საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს მომლაპარაკებლები

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ხელისუფლებამ საარჩევნო საკითხზე მომლაპარაკებლები უნდა შეცვალოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობს, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, საქართველოს საარჩევნო სისტემის საკითხი გახდა საერთაშორისო დღის წერიგის საგანი, რაც აქტიურად განიხილება ევროპარლამენტში, შეერთებული შტატების კონგრესსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„ერთის მხრივ, ამგვარი მოვლენა არ არის ნორმალური სუვერენული სახელმწიფოს შემთხვევაში, თუმცა ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა 14 ნოემბრის შემდეგ.

მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება, რომელიც დაკავშირებულია მუდმივ შიდა პოლიტიკურ დაძაბულობასთან, საპროტესტო აქციებთან, დარბევებთან და სანქციებთან, უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, მის ეკონომიკას და სტაბილური განვითარების პერსპექტივებს. ამდენად, ქართული პოლიტიკური სპექტრის, როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის ამოცანა, უნდა იყოს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რაც 2020 წლის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების ერთადერთი შანსია“, - განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, „თავისუფალი საქართველო“, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილი, მზად არის ხელისუფლებასთან რეალური დიალოგისთვის და განწყობილია კომპრომისულად.

„ ასევე, ხელისუფლების მხრიდანაც იგრძნობა გარკვეული დათმობებისთვის მზაობა, თუმცა, შეთანხმებას ხელს უშლის ის ხისტი და დესტრუქციული ტონი, რომელიც ჩანს ხელისუფლების სახელით დიალოგის პროცესში მონაწილე პირების პოზიციებში. აშკარაა, რომ გია ვოლსკი, თეა წულუკიანი, ირაკლი კობახიძე და მოლაპარაკებების მაგიდასთან მყოფი გუნდი, არ არიან დაინტერესებული კომპრომისით, ხოლო მათი გამონათქვამები და დამოკიდებულებები, პროცესის ჩაშლისკენაა მიმართული.

ამდენად, თუკი ხელისუფლებაში არსებობს ოპოზიციასთან შეთანხმების და პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის რეალური სურვილი, ამისათვის უპირველესად საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს მომლაპარაკებლები. მაშინ, როცა ოპოზიციის ძირითად ნაწილში არსებობს კომპრომისის რესურსი, აუცილებელია სახელისუფლებო გუნდს დიალოგის მაგიდასთან წარმოადგენდეს კონსტრუქციულად განწყობილი და შეთანხმებაზე ორიენტირებული დელეგაცია.

ვფიქრობთ, ივანიშვილის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა გახდება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობა, რაც დიდი ალბათობით დასრულდება კომპრომისული შეთანხმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ სახეზე გვაქვს ჩიხი, საიდანაც პრაქტიკულად შეუძლებელია თავის დაღწევა, რაც ქვეყანას კიდევ ერთხელ ჩაითრევს უმართავ პროცესებში“, - განაცხადა კუკავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა