სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრი ციპი ხოტოველი, იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებას - მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელს, რომლებიც ერთად გაიხსენებენ 75 წლის წინანდელ მოვლენებს, როცა გათავისუფლდა აუშვიცი და როცა დამთავრდა ებრაელი ერის ეს უდიდესი ტრაგედია. „ჩვენ გუშინ სწორედ ეს თარიღი და ყველაფერი ის გავიხსენეთ, რაც ქართულ-ებრაულ ურთიერთობასა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობას ეხება - ეს ისეთი მჭიდრო კავშირებია, რომლის აღწერაც ძალიან რთულია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსულს იგალ ამედის მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და გაწეული მუშაობისათვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს