ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს. ამასთან, მინისტრის მოადგილე ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილს კომუნიკაციის უზუსტობას უკავშირებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია.

„იცით, რომ არაერთხელ მოხდა კონსორციუმისთვის ვალდებულებების გადავადება, რათა მათ მოეხერხებინათ მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადაყვანა.

ყველაფერი გაკეთდება, რომ პროექტი ახალ პარტნიორებთან შედგეს. რაც შეეხება კონგრესმენების წერილს, აშკარად არის გარკვეული კომუნიკაციის უზუსტობა, რაც უზრუნველყოფს, რომ გარკვეული საკითხები არ არის იმ ჭრილში განხილული, როგორც რეალურად იყო. მოცემულობაა ის, რომ კონსორციუმს 7-ჯერ გადაუვადდა ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არაა ცნობილი ვინ იქნება ახალი ინვესტორი, თუმცა ისეთი ინვესტორი იქნება მოძიებული, რომელიც შეძლებს პროექტის განხორციელებას.

რაც შეეხება კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუარესებას, მინისტრის მოადგილის თქმით, ინდექსებს ახასიათებთ ცვლილება ზრდის ან შემცირების მიმართულებით და მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო 7 წელში აღნიშნულ ინდექსში საქართველოს გაუმჯობესება აქვს და რეგიონში ლიდერია ამ მიმართულებით.

შეგახსენებთ, 4 ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელის, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილში, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ, აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების" მიერ აშშ-ის მხარდაჭერილ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისთვის ხელის შეშლა გამოიწვია".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა